„მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ხვალ, ყველა მარიხუანას მოწევას დაიწყებს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სტაჟიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხმალაძის თქმით, მარიახუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება, მაგრამ თავისუფლების აღკვეთას აღარ გულისხმობს.
მისი განცხადებით, ქალები მოწევას უფრო გვიან იწყებდნენ და დღეს გოგოებმა სიგარეტის მოწევის დაწყების სისწრაფეში ბიჭებს გადაასწრეს.
„მარიხუანას მოხმარებისთვის შეიძლებოდა სასჯელი საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ ხალხის ხასიათი რომ ვიცი, ხვალ, ყველა მარიხუანას მოწევას დაიწყებს. რატომ? – მოდაშია! სიგარეტის მოწევას უმეტესობა რატომ იწყებს? - იმიტომ, დამოკიდებულებაა, „მე უკვე დიდი ვარ“. შემდგომ რატომღაც დანებებითაც კაცები უფრო ადრე ანებებენ თავს, ვიდრე ქალები“, - განაცხადა ხმალაძემ.