შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წინასაარჩევნო სამთავრობო ჯგუფის წევრი ეკა ზღულაძე სახელმწიფო მოხელეებს, განსაკუთრებით კი სამართალდამცველებს, მოუწოდებს, დისტანცირება მოახდინონ წინასაარჩევნო პროცესებისგან.
"სახელმწიფო მოხელეებს, განსაკუთრებით სამართალდამცავებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური მოსაზრებებისა, ევალებათ, დისტანცირება მოახდინონ წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობისგან, რადგან მათი რეაქციები და აქტიურობა შეიძლება ინტერპრეტირებული იქნეს ზეწოლად", - განაცხადა ზღულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ნებისმიერი საჩივრის შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, დასტურდება თუ არა რეალური პრობლემა, სამუშაო ჯგუფი უკავშირდება როგორც მომჩივარს, ისე მეორე მხარეს, რათა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ თითოეული ეს საჩივარი ყურადღების ქვეშაა და ადამიანებმა, რომლებზედაც შეიძლება ხორციელდებოდეს ზეწოლა, თავი დაცულად იგრძნონ.