თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გიორგი ოქროპირიძეს ბრლად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ლაშა მახარაძის მკლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება. გიორგი ოქროპირიძის მიმართ ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ ვერდიქტი ვერ მიიღო, რის შემდეგაც ახალი შემადგენლობის შერჩევის პროცესი დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. ახალი შემადგენლობის შერჩევა 30 ნოემბერს დასრულდა. შეირჩა 12 ნაფიცი და 3 სათადარიგო მსაჯული. მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოსამართლის განჩინებით სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეზღუდულია ფოტო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა.