თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის განხილვა გაგრძელდება. სხდომა 10:00-ზეა ჩანიშნული. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება, რომლის ფარგლებშიც მოწმეები დაიკითხებიან. ჯერჯერობით უცნობია, წინა პროცესის მსგავსად, გაიმართება თუ არა სხდომა ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში. პანკისელი აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ სამი პირი 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ. ბრალდების მიერ წარმოდგენილი მასალებით, საუბარია 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გაგზავნაზე.