ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ნერვების ომად იქცა.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებს შედეგი არც არასდროს მოჰყვება. ჟენევაში სიარულით პრაქტიკულად არაფერს არ გვარგებს, მაგრამ ჩვენ, რომ მოლაპარაკებების ამ ფორმატიდან გამოვიდეთ და ჩავშალოთ, ისევ ჩვენ წავაგებთ. ახლა ქვეყნისთვის პროგრამა მაქსიმუმია საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში არაფერი არ წავაგოთ, მითუმეტეს, რომ ამ მოლაპარაკების სპონსორები არიან გაერო, ეუთო და ევროკავშირი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოცო ცინცაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ჟენევის შეხვედრები უკვე ნერვების ომში გადაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა ოფიციალურმა თბილისმა ჩამშლელის როლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს.
"შეხვედრების არც მე-100, არც მე-500 და არც მე-1000 რაუნდს არავითარი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ თუ ჩვენ გამოვალთ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში იმიჯს გავიფუჭებთ", - აღნიშნა ცინცაძემ.