"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ იგი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზად გულაშვილი მის შვილზე თავდასხმას ასახელებს.
"ბავშვზე იყო თავდასხმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. მათ სიგარეტის მოკიდების მიზეზით გააჩერეს ჩემი შვილი და 4-მა კაცმა იგი გაიტაცა. ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩემმა შვილმა ფაქტობრივად კისერი გამოღღრნა ერთ-ერთ გამტაცებელს, რის შემდეგაც ისინი იძულებულნი გახდნენ ავტომანქანა გაეჩერებინა. ჩემმა შვილმა გაქცევა მოახერხა და ტყეს შეაფარა თავი. მე ეს ყველაფერი გვიან გავიგე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მასზე თავდასხმა ხორციელდება. მას ავარია მოუწყვეს სიღნაღში და ფაქტობრივად იგი ღმერთმა გადაარჩინა", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, ამის გარდა მისი მეუღლე გაურკვეველმა პირებმა გააჩერეს და შვილის წინააღმდეგ დაემუქრნენ.
გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მას ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა ბაქოში გადასვლა, მაგრამ იმის გამო რომ მისი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა.
"ბაქოში ვაპირებდი წასვლას, რათა ჩემ მეგობრებთან დამებინავებინა ჩემი შვილი, თუმცა ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ჩემი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა 23 აპრილს გაუვიდა. მინდოდა იგი მშვიდობიან ადგილას გადამეყვანა, სადაც მას არ მისწვდებოდა "პიდარასტების" ხელი", - განმარტა გულაშვილმა დ აქვე დასძინა, რომ ცხინვალში დუშეთის რაიონიდან ფეხით გადავიდა.