ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად თბილისის მერობის პოსტზე მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიგი უგულავას უჭერს.
თბილისის მერის არჩევნებში ვის უჭერთ მხარს - გამოკითხულთა 57%-მა თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა დასახელა, "ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას - 7%, "მრეწველობა გადარჩენს საქართველოს" ლიდერს გოგი თოფაძეს - 5%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატს გია ჭანტურიას - 4% უჭერს მხარს. ამასთან, გამოკითხულთა 15% არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო 6% კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 11-დან 26 აპრილამდე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. სულ 2 378 ადამიანია გამოკითხული.