კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მაისონზე რუსების მიერ მოწყობილ საგუშაგოზე ჩრდილო ოსეთიდან შემოყვანილი სამხედროები დგანან.
"მამისონზე პოსტი რუსების მიერ გასული წლის მაისიდან არის გახსნილია არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ მომხდარა. ამიტომ ახლა რატომ ატეხა "კავკაზკი უზელმა" ამხელა ამბავი არ ვიცი. მე ვფიქრობ ერთადერთ ვარიანტს, რომ გასულ წელს ეს გარკვეულწილად მაინაც თვითშემოქმედება იყო. ახლა ალბათ გაარემონტეს და ინფრასტრუქტურა მოაწყვეს და ისე გახსნეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, მამისონზე რუსების მიერ გახსნილო პოსტზე ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში არავინ იმყოფებდა რადგან ამ დროს იქ 5 მეტრი სიმაღლის თოვლი დევს და ასეთ პირობებში შეუძლებელია იქ გაჩერება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გაიხსნა. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა "კავკაზკი უზელი იუწყება".
მათი ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტი საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის რეჟიმის შეთანხმების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა შეთანხმება 5-წლიანი ვადით გასული წლის 30 აპრილს გააფორმეს.
მათივე მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურზე საგუშაგოს გახსნამდე, 30 აპრილს ტერიტორია დაათვალიერეს და პოსტი 6 მაისს გახსნეს. პოსტზე სასაზღვრო სამმართველოს სპეცდანაყოფის ჯარისკაცები განთავსდნენ, რომლებსაც ყველა პირობა შეუქმნეს ფუნქციების შესასრულებლად.