"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ადამანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველი და "ალიანსის" ახალი წევრი, თეა წულუკიანი წარადგინა.
ირაკლი ალასანიას განცხდებით, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კომპეტენტურია. რის მაგალითადაც წულუკიანის სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება დაასახელა.
"თეა წულიკიანი მაღალი რანგის პროფესიონალია, იგი სტრასბურგის სასამართლომ კონკურსის გზით შეარჩია. წულიკიანი ჩვენს პარტიას შემოუერთდა და ამიერიდან ჩვენს გუნდში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას", - განაცხადაალასანიამ.
თეა წულუკიანი 2000-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა. ცნობისათვის 2007 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი მუშაობდა საქმეზე - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ".