ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიისგან მათ მიერ 2003 წელს მომზადებული კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტის განხილვას მოითხოვს.
"ჩვენ მოვითხოვთ საკონსტიტუციო კომისიისგან, განიხილოს მხოლოდ ამ ლეგიტიმური დოკუმენტის ვარიანტი. ასლი აღნიშნული პროექტისა, გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ვნახოთ, ვის როგორი დემოკრატია უნდა", - განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შრომის პარტიის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი უფასო სამედიცინო დაზღვევას და სოციალურ სფეროში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს.
ლეიბორისტების ინიციატივას მაშინ ხელი 250 000-მა ადამიანმა მოაწერა, თუმცა მისი განხილვა "ვარდების რევოლუციის" გამო ვერ მოხერხდა.