ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ჩაქვში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრო.
ჩაქვში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 1 265 აბონენტს დაუმონტაჟდება. გამრიცხველიანებას "ენერგო-პრო ჯორჯია" აწარმოებს. პროექტის ღირებულება 379 500 ლარს შეადგენს.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების ფარგლებში ჯერ ენერგოქსელის რეაბილიტაცია და ბიძების შეხვლა ხორციელდება, შემდგ კი მრიცხველების მონტაჟი იწყება.
ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ საქართველოს მასშტაბით 360 000 აბონენეტი გაამრიცხველიანა. სამ წელიწადში კი, რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები