საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის საქმე მოწმის - სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილის დაკითხვით დაიწყო.
ხალვაშის წარმომადგენელის კითხვები ეხებოდა იმას თუ, ძირითადად რა დოკუმენტბია საჭირო კომპანიის წილების ფასის დასადგენად და საკმარისი იყო თუ არა ამგვარი ექსპერტიზისთვის ის დოკუმენტები, რომლებიც მათ ქონდათ წარდგენილი. მოწმემ განაცხადა, რომ დოკუმენტები საკმარისი იყო.
რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის კახა დამენიას კითხვა - რა განათლება და გამოცდილბა აქვს მოწმეს, რომელი კომპანიების წილები აქვს შეფასებული, მაგალითად, თუ აქვს ქართუ ბანკის აქციები შეფასებული? მხარეთა კამათის მიზეზი გახდა.
მოსამართლემ ზურაბ ურთმელიძემ განაცხადა, რომ მხარეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს და ამ მიზეზით რუსთავი-2-ის ფიონასური დირექტორის კითხვა მოხსნა და მოწმეს პასუხი არ გააცემინა.