ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანც ბეკენბაუერი აცხადებს, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესში გერმანიას ხმები არ უყიდია. მანამდე გამოცემა შპიგელმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტს, რომელმაც ფიფაში 2002 წელს განაცხადი შეიტანა და რომელსაც მაშინ ბეკენბაუერი ხელმძღვანელობდა, კენჭისყრის მონაწილეების მოსასყიდად სპეციალური ფონდი ჰქონდა. საბოლოოდ კენჭისყრა გერმანიის სასაეგებლოდ დასრულდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გერმანიამ ერთი ხმით მოუგო.