რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიასთან ვიდეოთვალთვალის დაწერსებასთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ დრომდე, აღნიშნულთან დაკავშიებით, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ.
გვარამიამ რუსტავი2 -ის კოლექტივის სახელით ხელისუფლებას, კერძოდ კი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურს მიმართა.
"სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთავლო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროებაა," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მან არხის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს გულშემატკივრობისა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.