ქართველი მოჭადრაკე ქალები საქართველოში ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ. ნაკრების წევრებს აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი დახვდნენ. მაკედონიაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა “ნონამ” მოიპოვა, რომელმაც შვიდივე ტურში გაიმარჯვა. გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულების ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.