სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ რეგიონებში სხვადასხვა სპორტულ უწყებებში მომუშავე სპორტზე პასუხისმგებელ პირებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე დავით ნამგალაური ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა სპორტულ უწყებების პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონების სპორტის მესვეურებს სპორტის სფეროში ერთიანი მონაცემთა ბაზის დამუშავება და შექმნა, ამავდროულად სპორტის დეპარტამენტთან უფრო აქტიურად მუშაობა დაევალათ.
"ჩვენ დავიწყეთ საქართველოში სპორტსმენთა საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონებში მცხოვრებმა სპორტსმენებმა და ასევე მწვრთნელებმა უნდა დაიკავონ. დეპარტამენტში მათზე სრული ინფორმაცია უნდა გვქონდეს", - განაცხადა დავით ნამგალაურმა.
ყურადღება გამახვილდა რეგიონალური სპორტის უფრო უკეთ გაშუქების თემაზეც.
დავით ნამგალაური სფეროში არსებულ პრობელემბსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი აქტიურობა.
დღეს ქართული სპორტი დგას გენზე, ტალანტებზე და რამდენიმე უმაღლესი დონის მწვრთნელზე. სხვა რგოლები ძალიან სუსტია, რაც დაუშვებელია. სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. არ უნდა დარჩეს არცერთი ბავშვი, რომელიც შეჯიბრში ვერ გამოვა იმის გამო, რომ მას სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა. დასაკარგი ბავშვები ნამდვილად არ გვყავს. ამ პრობლემის გამო შეიძლება ბევრი ტალანტიც დაიკარგოს, რაც დაუშვებელია", - განცხადა ნამგალაურმა.