სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დღესვე შს სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
„რუსთავის 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო კამერები, რათა დაწესდეს 24 საათიანი კონტროლი, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმორიგევებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და უზრუნველვყოთ მოქალაქეების და მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება“-ნათქვამია განცხადებაში.