სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეთქმულებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიმართულებით საგამოძიებო ღონისძიებებს გაატარებს.ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 315 მუხლის 1 ნაწილის თანახმად დაიწყო გამოძიება, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად ითვალისწინებს. დაწყებული გამოძიების ფარგელბში ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და საგამოძიებო ქმედებები“,-აღნიშნა იზორიამ.