მმართველი გუნდის კვოტით, საპროკურორო საბჭოს წევრი შესაძლოა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გახდეს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“ს უმრავლესობაში განუცხადეს, კოალიცია საბჭოში დღეს მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, მან დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ საბჭოს წევრად მისი კანდიდატურა განიხილება.
აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდი დღეს, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე იმსჯელებს, რომელიც 18:00 საათზეა ჩანიშნული.