გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი სათამაშოების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას უჩივის. ამის მიზეზი კომპანიის მიერ გამოშვებული ფაშისტი ჯარისკაცის ფიგურა გახდა, რომელშიც ჰავბეკმა საკუთარი თავი ამოიცნო. ჰონგ-კონგური კომპანიის მმართველები აცხადებენ, რომ თოჯინისა და შვაინშტაიგერის მსგავსება სრულიად შემთხვევითია და სათამაშოს შემქმნელებმა ტიპიური გერმანული სახე აირჩიეს. კომპანია DID-ის ხელმძღვანელის, პატრიკ ცანის მტკიცებით, გერმანელი მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ისე გამოიყურება, როგორც შვაინშტაიგერი.