ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ესპანურმა ვილიარიალმა მინსკის დინამო დიდი ანგარიშით დაამარცხა. ესპანელებმა ბელარუსელთა კარში 4 უპასუხო ბურთი შეადგეს. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა სედრიკ ბაკამბიუმ, თითო ბურთი კი მინსკელთა კარში სოლდადომ და ბერტრანმა გაიტანეს.