საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა ევროპის ლიგის მესამე ტურის მატჩში ქულები დაკარგა. ლივერპულელებმა ენფილდზე ყაზანის რუბინი ვერ დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის 15-ე წუთზე რუბინის ფორვარდმა მარკო დევიჩმა გახსნა. საპასუხო ბურთი ლივერპულელებმა 37-ე წუთზე გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთიდან რუსები კაცნაკლულნი თამაშობდნენ, შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ყაზანში 5 ნოემბერს გაიმართება.