კიეველი გულშემატკივრების მიერ ნაცემი ფერადკანიანი ფანები არა ლონდონის ჩელსის, არამედ კიევის დინამოს გულშევატკივრები გამოდგნენ. ამის შესახებ ფიფას ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიარ პოვარმა განაცხადა. მისივე თქმით, დაზარალებულები კიევს გულშემატკივრობდნენ, ჩელსის ფანები კი მათთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე იყვნენ და მათი უსაფრთხოება სათანადოდ იყო დაცული. კიევში მომხრად ინციდენტს ფიფა რასიზმის მუხლით განიხილავს.