დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ჯოკია ბოდიკიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარე თავისი დასკვნითი სიტყვით წარდგება. წინა პროცესზე ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ბრალდებული დაკითხეს. გამოძიების ინფორმაციით, ბოდოკიამ ერთ-ერთ კერძო კომპანიას მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მფარველობის გაწევაში ქრთამის სახით 180 000 ლარი მოსთხოვა, წინასწარ კი 50 000 ლარი აიღო.