,,რუსთავი2”-ის წილების დაბრუნების შესახებ, ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს არ გამოაცხადებს.
დასრულებულია სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა, როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი. სასამართლო შესვენების შემდეგ განახლდება მოსარჩელის ახსნა-განმარტებით განახლდება.
მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მის მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება ორშაბათს, 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს.
რაც შეეხება ხალვაშის სარჩელს, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.