კახა კახიშვილი წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ვიდეოები არ იყო იმ მასალებში, რომლებიც თავის დროზე განადგურდა.
„მე ვიყავი ყოველთვის წინააღმდეგი ნებისმიერი კადრის განადგურების, რომელიც ლახავდა ადამიანის ძირითად უფლებას, რადგან ამ კადრებში იყო კონკრეტული პირის მიმართ შანტაჟი და მუქარა, როგორ შეიძლებოდა ამის განადგურება. რაც შეეხება ამ კადრებს, ეს არი იყო იმ ფაილებში, რომელზეც მსჯელობდა კომისია, ეს არის ცალკე კადრები, რომელზეც დაიწყო გამოძიება, რომელზეც მიეცა რამდენიმე პირი პასუხისგებაში და რომელიც ჰქონდა დაცვის მხარესაც და ბრალდების მხარესაც. ნებისმიერ საკითხზე, როდესაც ხდება ფარული ჩანაწერები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ მიზნით ჰქონდა თუ არა შანტაჟს და მუქარას ადგილი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს კადრები ისე განხორციელდა, რომ მხოლოდ უშუალო შემსრულებელი იყო პასუხისმგებელი, ვერ დავიჯერებ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები იმ რაიონის, იმ ოლქის არ იყო საქმის კურსში. ეს არ მომხდარა სასჯელაღსრულებაში ეს მოხდა პოლიციის შენობაში,“-განაცხადა კახიშვილმა.