კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის წინააღმდეგ დაიწყო. ფიფას იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც კორუფციული სკანდალი აგორდა ფრანც ბეკენბაუერი და ანხელ მარია ვილიარიც არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბრალდებას უყენებენ გერმანელ და ესპანელ მაღალჩინოსნებს. სავარაუდოდ საუბარია 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, რომელიც კატარსა და რუსეთში ჩატარდება და რომლის მასპინძლობის უფლება ამ ქვეყნებმა კორუფციული გარიგებით მოიპოვეს.