დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე, მცხეთაში მინიფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნება.
ტურნირის პირველი მატჩი ჩატარდება პოლიციისა და მცხეთის # 1 საჯარო სკოლის გუნდებს შორის.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ქ. მცხეთისა და სოფ. წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე პროკურატურის, პოლიციის, პატრულის, პრობაციის სამსახურის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები. ტურნირი ორ კვირას გაგრძელდება. ფინალური მატჩი 22 მაისს გაიმართება.