ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს მთავარ პროკურატურაში დღეს დაკითხავენ. შესაბამისი უწყება ნიკა გვარამიას გუშინ საღამოს ჩაბარდა. პროკურატურამ გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. გვარამიას მთავარ საგმოძიებო უწყებაში 12 საათზე ელოდებიან.