ხვალ, 8 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მსახიობ დავით კვირცხალიას 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დავით კვირცხალია რუსთაველის თეატრში 1969 წლიდან მოღვაწეობს და არა ერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მათ შორის, სალამურა ("სალამურა"), ზაზა ნაკაშიძე ("საბრალდებო დასკვნა"), რომეო ("რომეო და ჯულიეტა"), ვალოდია ("შორაპნელი ქალბატონები"), ლუციუსი ("იულიუს კეისარი") და სხვა.
მიმდინარე რეპერტუარიდან აღსანიშნავია მეორე მსაჯული (12 განრისხებული მამაკაცი",
რეჟისორი რობერტ სტურუა), ბატონი ბერთულე ("კვერცხი", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანგელოზი ("ვარსკვლავბიჭუნა", რეჟისორი რობერტ სტურუა).
1990 წელს დავით კვირცხალიას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.
8 მაისს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ~12 განრისხებული მამაკაცი~. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობს მირიან შველიძის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი საჩუქარი გადაეცემა.