ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, “რუსთავი 2″-ის ამჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება.
ხალვაში მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ნამდვილად დააშანტაჟეს თუ არა გვარამია ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
“ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც, გამომძალველიც და ისიც, ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე”, – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.