ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდებულების ადვოკატი დავით ხაჟალია აცხდებს, რომ ეს არ იყო იმ სტანდარტებით არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნითი სიტყვა, რომ სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამატყუნებლი განაჩენის დასადგენად გადაწყვეტილება მიიღოს.
,,სხვა არგუმენტები, რაც ბრალდებამ წარმოადგინა, ჩვენ შევაფასეთ გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე და მათი ერთობლიობით. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში არაფერი შეცვალა, რაც ბრალდებაში წარდგენილი ჰქონდათ ბრალდებულებს. სასამართლოს ითხოვა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც ბუნებრივია, გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ყველა ბრალდებულის მიმართ“, - განაცხად ხაჟალიამ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება საქმის პროკურორს ამირან გულუაშვილს, იგი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულბები იმისა, რომ ბრალდებულების მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, რომელზეც დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს.