სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური წარმატებით გაიარა. საშინაო შეხვედრაში სანკტ-პეტერბურგელებმა ფრანგული ლიონი დაამარცხეს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ძიუბას, ჰალკისა და დანის გოლებს ლიონმა ლიაკაზეტას გოლით უპასუხა. საპასუხო შეხვედრა ლიონში 4 ნოემბერს გაიმართება.