არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, აბდულა კასემს 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ფეხბურთელმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაჰდი ალი გააკრიტიკა. კასემი გუნდის თავკაცს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ის ნაკრების შემადგენლობაში არ გამოიძახეს. ამის გამო ფეხბურთელმა მწვრთნელი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.