ფიფას რეფორმების სამუშაო ჯგუფი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, ყოველ კონფედერაციას ფიფას საბჭოში ერთი ადგილი უნდა ჰქონდეს. კონფედერაციის წარმომადგენელი ხმის უფლებით უნდა სარგებლობდეს და აუცილებლად ქალი უნდა იყოს. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქალებს ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამიტომ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ დონეზე ფეხბურთში ქალები უფრო მეტი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი,“-ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.