ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნეს. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს სპორტის რაინდის წოდების დამადასტურებელი მედალი და დიპლომი გადაეცა, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურს, ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. ქართული სპორტის მუზეუმი თბილისში ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნდა. 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.