ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. 23 ოქტომბერს დასკვნითი სიტყვას დაცვის მხარეც იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა. ~კორტების სპეცოპერაციის~ საქმეში ბრალდებულები არიან ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა. კორტების “სპეცოპერაციას” ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ემსხვერპლნენ.