პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 წევრი აირჩიეს. ორს კი ხვალ აირჩევენ. ჯამში, საბჭოში 8 პროკურორი შევა.
საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები არიან გიგა ძნელაძე, გოჩა ფარულავა, ნათია სონღულაშვილი, ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე და გიორგი გაბოძე.
დანარჩენ ორ წევრს კონფერენციაზე ხვალ დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.