"ედინაია რასიას" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტზე, მათი პარტნიორის, ნოღაიდელის პარტიაში ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ლევან როინიშვილმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ განუცხადეს, მათთვის უცნობია ინფორმაცია ხსენებული ვიზიტის დეტალების შესახებ.
"ნიუს რუს" ცნობით, რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია რასიას~ პეტერბურგის ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. "ედინია რასიას~ წარმომადგენლები საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდნენ. მათი ვიზიტის მიზანი მეორე მსოფლიო ომის საქართველოში მცხოვრები ვეტრანებისთვის გამარჯვების დღის მილოცვა და საჩუქრების გადაცემაა. ვიზიტი არაოფიციალურია და ისინი საქართველოში როგორც ტურისტები, ისე ჩამოვიდნენ. ორი დღის განმავლობაში, დელეგაციამ სხვადასხვა ღონისძიება გამართა, კერძოდ, მათ თბილისის ვეტერანთა საბჭოს მიულოცეს და დელეგაციის ახალგაზრდა წევრებმა თავისუფლების მოედანზე აქცია ~გეორგიევსკაია ლენტოჩკაც~ გამართეს.