იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეების შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა. საუბარია ,,საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში” ცვლილებების შეტანაზე.
ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი აღარ გაუქმდება. ასევე შემოღებული იქნება წესი, რომ ათწლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირი პოსტზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნება. მას საბჭო ორი მესამედის მხარდაჭერით აირჩევს.
მოსამართლეთა მხრიდან ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას პროტესტი მოჰყვა. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვენეციის კომისიათან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას 160-მდე მოსამართლე დაესწრო.