ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ კრასნოგორსკში მიწის რეგისტრაციაზე უარის გამო 4 ადამიანი მოკლა, მათგან ორი ჩინოვნიკია. რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგნელის ელენა ალექსეევას ინფორმაციით, ბინზესმენის პირველი მსხვერპლი მისივე პარტნიორი ტრისტან ზაქაიძე გახდა, რომლის ცხედარი ეჭვიტანილის ბინაში იპოვეს.
მისივე ცნობით, ბიზნესპარტნიორს გიორგაძემ კრასნოგორსკის რაიონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის იური კარაულოვის მკვლელობამდე ესროლა. მოკლულია ასევე რაიონის ელექტროსისტემის ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო.
ალექსეევას განცხადებით, დადგენილია ამირან გიორგაძის სავარაუდო ინფორმატორის ვინაობა, ეს არის 27 წლის შოთა ელიზბარაშვილი, რომელიც ბიზნესმენის დაცვის ფუნქციას ასრულებდა.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, გიორგაძის მეოთხე მსხვერპლი პენსიონერი გახდა.
გარდა ამისა, გიორგაძე თავდასხმას გეგმავდა კრასნოგორსკის რაიონის ხელმძღვანელზე, რომელსაც ამ დროისთვის გაძლიერებულად იცავენ.
რუსი სამართალდამცველები 4 ავტომობილს ეძებენ, რომლითაც შესაძლოა, ეჭვმიტანილი გადაადგილდებოდეს.