ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის ჩელსის თავკაცის აპელაცია არ დააკმაყოფილა. ჟოზე მოურინიო ერთი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. ამის მიზეზი 3 ოქტომბერს საუტჰემპტონთან წაგებული შეხვედრა გახდა, რის შემდეგაც მოურინიომ მსაჯები პენალტის დანიშვნისთვის უცენზურო ეპითეტებით მოიხსენია. დისკვალიფიკაციასთან ერთად პორტუგალიელ მწვრთნელს ჯარიმის სახით 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდაც დაეკისრა.