საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯიბრილ სისემ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტული გამოცემა L'Equipe იტყობინება. 34 სისეს განმარტებით, ფეხბურთიდან წასვლა მას მძიმე ტრავმამ და დაგეგმილმა ოპერაციამ აიძულა, რის გამოც თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, მას სასამართოს წინაშე წარსდგომაც მოუწევს. სისეს შანტაჟის ბრალდებით გაასამართლებენ.