დურტმუნდის ბორუსიისა და სომხეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ჰენრიხ მხითარიანმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვოს. მისი კლუბი გასვლაზე აზერბაიჯანულ გაბალს დაუპირისპირდება. კლუბის გენერალური დირექტორის, ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს განმარტებით, მხითარიანს აზერბაიჯანში ჩასვლა არ სურს. „შესაძლოა მან აზერბაიჯანში ვერ ითამაშოს, რადგანაც მისი უსაფთხოების საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. თუ ფეხბურთელი თავს კომფორტულად არ გრძნობს და ეშინია, ვალდებულნი ვართ, მისი მდგომარეობა გავითვალისწინოთ,“-აღნიშნა ვატცკემ.