თბილისისს მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო ეწვია. ლეგენდარული ფეხბურთელი დედაქალაქში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით ჩამოვიდა. იერო კლუბის ინფრასტრუქტურას, მეთოდიკას და აკადემიას გაეცნობა. დაგეგმილია შეხვედრები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც. მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავი 21 ოქტომბერს „საბურთალოსა“ და დანიური „მიდტიულანდის“ შეხვედრასაც დაესწრება.