ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის იერსახის დამახინჯებისთვის დაკავებული პირი 50 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული ჯარიმა ოთარ ლორთქიფანიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა.
"ქართული ოცნების" ორგანიზებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისთან აქცია მოეწყო. მათ შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. ისინი ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, ერთხელ ეს მოახერხეს კიდეც. ისინი ენმ-ის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქუთაისის გარდა, მათი რეგიონული ოფისები დაარბიეს გორში, ბათუმსა და ოზურგეთში.