თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ქიბარ ხალავაშისა და ტელეკომპანიას რუსთავი-2 -ის სამოქალქო დავის განხილვა 22 ოქტომბერს გაგრძელდება.
მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს დაავალა, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და რა ღირდა იმ დროისათვის რუსთავი 2-ის აქციები.
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს ბოლო ერთი საათი არ ესწრებოდა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის მოსამართლე ურთმელიძემ დარბაზიდან გააძევა. პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს არხის თანამშრომლებმაც.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარის „რუსთავი-2“-ის შუამდგომლობა და დარბაზში ვიდეოკოლაჟის ჩვენება გაიმართა, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ოჯახის წევრების შესახებ რუსთავი -2-ის მიერ მომზადებული ყველა სიუჟეტი იყო ასახული. მოსამართლე 20 წუთი უსმენდა სიუჟეტებს იმის შესახებ, როგორ დაჭრა დედამისმა სიძე, 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟის ჩვენების შემდეგ, მოპასუხე მხარემ ასევე წარადგინა იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანისა და მანანა კობახიძის განცხადებები. ასევე ურთმელიძის მეუღლის, გურანდა გურგენიძის ფეისბუქზე გაკეთებული პოსტები, სადაც იგი რუსთავი 2-ის მიმართ კრიტიკულია.
რუსთავი -2 -ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის თვითაცილების შესახებ, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მეუღლის შეხედულებებს არ იზიარებს, ხოლო დედასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი მისი ოჯახის წევრი არ არის.