პარტია `ედინაია რასიას~ პეტერბურგის ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ამის შესახებ "ნიუს რუ~ იუწყება.
"ნიუს რუ~-ს ინფორმაციით, "ედინია რასიას~ წარმომადგენლები საქართველოში ორი დღეა უკვე არიან. მათი ვიზიტის მიზანი კი, მეორე მსოფლიო ომის საქართველოში მცხოვრები ვეტრანებისთვის გამარჯვების დღის მილოცვა და საჩუქრების გადაცემაა.
ვიზიტი არაოფიციალურია და ისინი, საქართველოში როგორც ტურისტები ისე ჩამოვიდნენ. როგორც დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა განაცხადა, ვიზა მათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღეს.
ამ დროისთვის დელეგაცია ალაზნის ველზე იმყოფება. მილონოვის განცხადებით, მათ ვეტერანებისთვის საქართველოში 500 `გემრიელი და სასიამოვნო~ საჩუქარი და `გამარჯვების 65 წლისთავის~ 40 მედალი ჩამოიტანეს.
ორი დღის განმავლობაში, დელეგაციამ სხვადასხვა ღონისძიებები გამართა, კერძოდ მათ თბილისის ვეტერანთა საბჭოს მიულოცეს და დელეგაციის ახალგაზრდა წევრებმა კი, თავისუფლების მოედანზე აქცია ~გეორგიევსკაია ლენტოჩკაც~ გამართეს.
დელეგაციის წარმომადგენლის თქმით, მათ გამარჯვების დღე უკვე 100-მდე ვეტერანს მიულოცეს.
ვიტალი მილონოვის განცხადებით, ისინი საქართველოში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და არც ერთ ქართულ პარტიას არ მიუწვევია.
ამასთან, მისი თქმით, მათი საქართველოში ყოფნის დროს არანაირი პოლიტიკური შეხვედრა დაგეგმილი არ არის.