თბილისის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლოს შეურაცხყოფისთვის სასამართლო დარბაზიდან გააძევა
გვარამიასთან ერთად დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ქიბარ ხალავაშისა და ტელეკომპანიას რუსთავი-2 -ის სამოქალქო დავის განხილვა მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარის „რუსთავი-2“-ის შუამდგომლობა და დარბაზში ვიდეოკოლაჟის ჩვენება გაიმართა, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ოჯახის წევრების შესახებ რუსთავი -2-ის მიერ მომზადებული ყველა სიუჟეტი იყო ასახული. მოსამართლე 20 წუთი უსმენდა სიუჟეტებს იმის შესახებ, როგორ დაჭრა დედამისმა სიძე, 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟის ჩვენების შემდეგ, რუსთავი -2 -ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის თვითაცილების შესხებ.