მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პროკუარტურის ისტორიაში უმნიშვნელოვანეში თარიღია.
როგორც მან პროკურორთა და პროკურატურის გამოძიებელთა კრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოხარულია, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით და უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს მისი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი.
,,პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას“, - განაცხადა ბადაშვილმა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭოში ღირსეულთა შორის ღირსეულ 8 კანდიდატს აირჩევენ, რომლებიც, თავის მხრივ, შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ მთავარი პროკურორის არჩევაში.
„ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ პროკურატურის სიძლიერე თქვენშია, ყველა პროკურორსა და გამომძიებელში. ხოლო მთავარი პროკურორი, რომელიც უხელმძღვანელებს პროკურატურას, იქნება კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, - მიმართა ბადაშვილმა კრებაზე შეკრებილ პროკურორებსა და გამომძიებლებს.
სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის - მთავარი პროკურორის მიერ მოწვეული საქართველოს პროკურატურის კონფერენცია - პროკურორთა და პროკურატურის, გამომძიებელთა კრება იმართება.